Skip to main content

„საქმისმწარმოებელი“ - სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს

ახალი პროფესიული კოლეჯის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მომზადების პროგრამაზე - „საქმისმწარმოებელი“ - სასწავლო პროცესი ერთი თვეა ჰიბრიდული მეთოდით მიმდინარეობს.
დოკუმენტებთან მუშაობის თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს, მსმენელები ონლაინ რეჟიმში იღებენ, ხოლო შედეგების დადასტურება რეალურ გარემოში ხდება.
2022 წლის 12 ნოემბერს, პროგრამის განმახორციელებელმა პირმა ეკატერინე კახიშვილმა ჩაატარა სწავლის პირველი და მეორე შედეგის დადასტურების პროცესი, რომელიც ყველა მსმენელის მიერ წარამატებით იქნა დაძლეული.