Skip to main content

ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავება

ახალ პროფესიულ კოლეჯში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, უახლოეს პერიოდში წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს კოლეჯში სახელობო მიმართულებების გაფართოებას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდასა და ზრდასრულს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლოს მოთხოვნად და შემოქმედებით პროფესიას, განივითაროს პრაქტიკული უნარები და წარმატებით დასაქმდეს.

პროგრამის შემუშავების მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კოლეჯის დირექტორი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხარისხის მართვისა და სასწავლო პროცესის სპეციალისტები.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს:
▪️ პროფესიული პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები;
▪️ ხის მხატვრული დამუშავების თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების სწავლების საკითხები;
▪️ პრაქტიკული სწავლების კომპონენტები და სახელოსნოს აღჭურვის მოთხოვნები;
▪️ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და დასაქმების პერსპექტივები;
▪️ უსაფრთხოების სტანდარტები და პროფესიული ეთიკის საკითხები;
▪️ სასწავლო მოდულების შინაარსი, შეფასების მეთოდები და პრაქტიკული დავალებების ფორმები;
▪️ ადგილობრივ ოსტატებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ახალი პროფესიული კოლეჯი განაგრძობს მუშაობას პროგრამის სრულყოფაზე, რათა მომავალ მსმენელებს შესთავაზოს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროფესიული განათლება.