2023 წლის 13 ივლისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა "ტიხრული მინანქრის ნაკეთობათა დამზადების" და "ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის" მომზადების პროგრამების მსმენელთა მიერ შექმნილი ნამუშევრების შემაჯამებელი პრეზენტაცია (შუალედური გამოფენა). ღონისძიებას უძღვებოდა საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელთა ჯგუფი, რომლებმაც, თავიანთი პროგრამის პრაქტიკული ნაწილის დადასტურების ფარგლებში, ორგანიზება და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს აღნიშნული გამოფენის ჩატარებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები.