ტრენინგი თემაზე: „ვიზუალური რესურსების შექმნა ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით“
2022 წლის 19-20 ნოემბერს, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროფესიული კოლეჯის პროფესიული მომზადების პროგრამების განმახორციელებელი პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ვიზუალური რესურსების შექმნა ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით.“
ტრენინგზე მიღებული უნარები მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესში მეტი ეფექტურობით გამოიყენონ ციფრული უნარები, კერძოდ, თავიანთი საგნებისთვის შექმნან მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და დაეხმარონ მსმენელებს შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.