ტრენინგი თემაზე: "შეფასების ინსტრუმენტის შექმნა-შემუშავება"
2023 წლის 26 აპრილს, ახალ პროფესიულ კოლეჯში, პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებაში ჩართული პირებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „შეფასების ინსტრუმენტის შექმნა-შემუშავება,“
რომელსაც უძღვებოდა დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი - მარიკა ვარდოსანიძე.
ტრენინგის მიზანი იყო, პროფესიული მომზადების პროგრამების განმახორციელებლების მხარდაჭერა სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• შეფასების პროცესის დაგეგმვა;
• შეფასების ინსტრუმეტის შექმნა;
• შეფასების ტიპები და მიმართულებები (გამოკითხვა პრაქტიკული დაკვირვების გარეშე, პრაქტიკული პროცესზე დაკვირვებით;)
• შეფასების ინსტრუმენტის სტრუქტურა და შინაარსი;
• შეფასების შედეგებზე პროფესიულ სტუდენტთა ინფორმირების სისტემა.
ტრენინგზე, განმახორციელებლებმა მიმართულებების მიხედვით, ასევე შეიმუშავეს შეფასების ინსტრუმენტის პროექტები და გააზიარეს გამოცდილებები.