საქართველოს საპატრიარქოს ახალი პროფესიული კოლეჯის ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის I და II ჯგუფის მსმენელებისთვის (განმახორციელებელი პირები: ეკატერინე ჭეიშვილი, რევაზ ბიწკინაშვილი), სწავლის შედეგის პრაქტიკულ გარემოში დასადასტურებლად ჩატარდა სასწავლო ტური შემდეგი მარშრუტით: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის მონასტერი, სამთავროს დედათა მონასტერი, წილკანი, სამთავისი, შიომღვიმე. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ თითოელ მსმენელს უკვე გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია და უნარები, რელიგიური ტურის დამოუკიდებლად დადეგმვისა და წარმართვისათვის.