"სახელობო სკოლაში" წარმატებით დასრულდა ორი პროფესიული მომზადების პროგრამა - „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ და „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“
პროფესიულ კოლეჯ "სახელობო სკოლაში" წარმატებით დასრულდა ორი პროფესიული მომზადების პროგრამა - „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ და „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“.
პროგრამების მონაწილეებმა სასწავლო კურსის დასასრულს საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს, სადაც თვალსაჩინოდ აისახა მათ მიერ სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარები.
აღნიშნული პროგრამები ორიენტირებულია გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებაზე, ასევე თვითდასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.