Skip to main content

სახელობო პროგრამების მცირე შემაჯამებელი გამოფენა

ახალ პროფესიულ კოლეჯში წარმატებით დასრულდა კიდევ ორი პროფესიული მომზადების პროგრამის,- „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ და „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - სასწავლო პროცესი.

კურსდამთავრებულებმა საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები მცირე შემაჯამებელ გამოფენაზე წარადგინეს, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ვიზუალურ დემონსტრაციას წარმოადგენდა.

აღნიშნული პროგრამები მიზნად ისახავს გამოყენებითი ხელოვნების სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ზრდას.