ახალ პროფესიულ კოლეჯში,საშემოდგომო მიღების ფარგლებში, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
კოლეჯის თანამშრომლებისთვის, პროგრამის განმახორცილებელი პირებისთვის და მსმენელებისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სახანძრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები.“
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, სახანძრო უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რათა დაწესებულებამ საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად უზრუნველყოს მსმენელთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის, ასევე, ინფრასტრუქტურისა და ქონების დაცვა.