დასრულდა პროფესიული მომზადების პროგრამის – „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ – მსმენელების საწარმოო პრაქტიკა
კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ თანამედროვე სამკერვალო პროცესებს, პრაქტიკაში გამოეცადათ თავიანთი უნარები და შეესწავლათ, როგორ მუშაობს ინდუსტრია რეალურ გარემოში.
სამკერვალო საწარმო ,,პრემიერა ტ.მ"-ს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იყო მათი პროფესიული განვითარებისთვის და სამომავლო წარმატებული კარიერისთვის!