საქართველოს ეროვნულ არქივში
ახალი პროფესიული კოლეჯის "საქმისმწარმოებლის" პროფესიული პროგრამის მსმენელთა ჯგუფი საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას ეწვია, სადაც წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია, - „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“ .
მსმენელებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების საარქივო დოკუმენტების ორიგინალები - დამოუკიდებლობის აქტები, გერბის, დროშისა და შტანდარტის ესკიზები, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმი, ფოტოები და სხვა წერილობითი დოკუმენტები, რაც 106 წლის წინათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეეხება. ასევე, მოინახულეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლების - ქაქუცა ჩოლოყაშვილის, კონსტანტინე აფხაზისა და ბექირბი კუკავას - პირადი და მემორიალური ნივთები.
ღონისძიება თემატურად დაგეგმა პროგრამის განმახორციელებელმა, ქალბატონმა ეკატერინე კახიშვილმა.