სასწავლო ტური სახელწოდებით: „ჩუღურეთის ღირშესანიშნაობანი“
ახალი პროფესიული კოლეჯი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პროფესიული მომზადების პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.
2022 წლის 19 ნოემბერს, პროგრამის - ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის მსმენელთა პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა სასწავლო ტური სახელწოდებით: „ჩუღურეთის ღირშესანიშნაობანი“ (მარშრუტი: ნიკო ფიროსმანის მუზეუმი-თბილისური ეზო-მალაკნების მოედანი-ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია-ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია-კათოლიკური ეკლესია- ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი).
მსმენელებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა პროგრამის განმახორციელებელმა - ეკატერინე ჭეიშვილმა.