სასწავლო-საინფორმაციო ტრენინგი- ,,მეწარმეობა და რეგულაციები”
9 ივლისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში, პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებისთვის გაიმართა სასწავლო-საინფორმაციო ტრენინგი თემაზე – „მეწარმეობა და რეგულაციები“, რომელიც მიზნად ისახავდა კურსდამთავრებულებისთვის მეწარმეობის ძირითადი საფუძვლებისა და პრაქტიკული უნარების გაცნობას
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო:
მეწარმეობის მნიშვნელობა პროფესიული მომზადების პროგრამის კონტექსტში;
სამართლებრივი ფორმები და რეგისტრაციის ეტაპები;
სახელის შერჩევის სპეციფიკა და სადამფუძნებლო დოკუმენტებთან მუშაობა;
საგადასახადო ვალდებულებები და პირველადი დოკუმენტაცია;
ინვესტორებისა და პარტნიორების მოზიდვის გზები;
ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ფორმები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა ემუშავათ რეალურ მაგალითებზე და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.