Skip to main content

სასწავლო პროცესის დასრულება

დასრულდა სასწავლო პროცესი ტურიზმის მიმართულების პროფესიულ პროგრამაზე და ახალი პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიენიჭათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული კვალიფიკაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დაწესებულება ტურიზმის მიმართულებით სწავლებას, დაარსების დღიდან ანხორციელებს და ყოველწლიურად იზრდება მსურველთა რიცხვი.
სასწავლო პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა არა მარტო თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ, საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ჩამოყალიბებას. შესაბამისად, პროგრამა დატვირთულია არაერთი საინტერესო ტურით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.