2012 წლის 23 ივნისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკით გათვალისწინებული მორიგი მარშრუტი კახეთში, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ჩატარდა.
კოლეჯის სტუდენტებმა პედაგოგებს გიდობა გაუწიეს და აღნიშნეს, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მთელი კავკასიის მასშტაბით, აქ შესაძლებელია სხვადასხვა ტურების ორგანიზება: ფრინველებზე დაკვირვება, ისტორიულ-კულტურული ტურები, სამოყვარულო თევზაობა, ტურები ფოტო მოყვარულთათვის და კემპინგი.