სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრების ჩვენება
2014 წლის 28 მაისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმნათლებლო კოლეჯში პრეზენტაცია მოეწყო,- სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა, თავიანთი შექმნილი თანამედროვე ტანსაცმელი წარმოადგინეს.
სტუდენტების მიერ შეკერილი მოდელები ინდივიდუალური და დახვეწელი ფორმით გამოირჩეოდა. იგრძნობოდა, ახალგაზრდებმა როგორ გააცნობიერეს წარმოება და მისი პრინციპები. შეძლეს თეორიული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკაში.
პრეზენტაციის დასასრულს კოლეჯის დირექტორმა ბატონმა რეზო შარაბიძემ სტუდენტებს, პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელს და სხვა პედაგოგებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.