2019 წლის 26 ოქტომბერს ახალ პროფესიულ კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა (ღია კარის დღე) პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ სწავლის მსურველებთან.
შეხვედრაზე მიწოდებულ იქნა ინფორმაცია პროფესიული პროგრამების შინაარსზე, დაწესებულების მიზნებსა და ღირებულებებზე, სტუდენტის უფლება-მოვალეობებზე. შეხვედრის ბოლოს ჩატარდა გასაუბრება და დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები.