პროფესიული მომზადების პროგრამის „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ მსმენელების საწარმოო პრაქტიკა
პროფესიული მომზადების პროგრამის „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია „პრემიერა ტმ“-ში გაიარეს . პრაქტიკის ფარგლებში კურსდამთავრებულები გაეცნენ ტანსაცმლის კერვის ცალკეულ ეტაპებს და საწარმოო გარემოში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.
საწარმოო პრაქტიკამ მათ მისცა შესაძლებლობა გაემყარებინათ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, განევითარებინათ პრაქტიკული უნარები და უკეთ ადაპტირებულიყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისა და შემდგომი დასაქმებისთვის.