პროფესიული მომზადების პროგრამის,- „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ - მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში „პრემიერა ტმ“ წარმატებით გაიარეს
პროფესიული მომზადების პროგრამის,- „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ - მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში „პრემიერა ტმ“ წარმატებით გაიარეს.
პრაქტიკის პერიოდში, მსმენელები უშუალოდ დააკვირდნენ სამკერვალო წარმოების პროცესებს, გაეცნენ ტანსაცმლის შექმნის სხვადასხვა ეტაპს და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში.
მიღებულმა გამოცდილებამ მათ საშუალება მისცა გაემყარებინათ სასწავლო პროცესში შეძენილი ცოდნა, განევითარებინათ პრაქტიკული უნარები და უკეთ მომზადებულიყვნენ პროფესიული საქმიანობისთვისა და დასაქმებისთვის.