Skip to main content

პროფესიული მომზადების პროგრამების - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და „მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების დამზადება (ფიუზინგი)“ – მსმენელებმა მეწარმეობის ტრენინგი გაიარეს

🧵✨ პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამების - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და „მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების დამზადება (ფიუზინგი)“ – მსმენელებმა მეწარმეობის ტრენინგი გაიარეს.
📌ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საკუთარი საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს. მათ პრაქტიკულად იმუშავეს ბიზნესის დაგეგმვის საკითხებზე, შეისწავლეს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები, გადასახადების ადმინისტრირების თავისებურებები და RS.GE პორტალზე გადამხდელად რეგისტრაციის პროცესი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზრის შესწავლას, ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რისკების მართვასა და იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებიც მცირე ბიზნესის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია.
📕ამ ტიპის ტრენინგების ჩატარებით, "სახელობო სკოლა" კურსდამთავრებულებს დამატებით აძლევს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მათ საკუთარი იდეების რეალურ შესაძლებლობებად გარდაქმნაში დაეხმარება.