„ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის“ პროფესიული მომზადების მსმენელები ტანსაცმლის ტექნოლოგიური დამუშავების საწყის ეტაპებს წარმატებით ეუფლებიან. ჯგუფში პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში, თარგის მოდელირება-კონსტრუირების შედეგად შექმნილი სამოსის ზომების მორგების პროცესი მიმდინარეობს.