2014 წლის 9 დეკემბერს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში, კოლეჯის დირექტორის თხოვნით და მოწვევით, მობრძანდა მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია). დალოცა სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაცია. გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, ჩაატარა ზეთისცხება და გადაიხადა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი.