Skip to main content

"პალიტრა L" -ის გამოფენა-გაყიდვა

 ახალ პროფესიულ კოლეჯში „პალიტრა L“- ის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლის ფარგლებში გამომცემლობამ კოლეჯს 100-მდე დასახელების, - სამეცნიერო, ლიტერატურული, ისტორიული, საბავშვო, ტურიზმისა და მენეჯმენტის მიმართულების წიგნი შესთავაზა.
 ღონისძიებამ კოლეჯში დიდი ინტერესი გამოიწვია. თანამშრომლებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეეძინათ საჭირო ლიტერატურა და ასევე გაცნობოდნენ „პალიტრა L“- ის სხვადასხვა პოპულარულ გამოცემებს.