2015 წლის 6 თებერვალს წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა წაიკითხეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია სახელწოდებით ,,რა არის ტუბერკულოზი?“
შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლექციის საინფორმაციო ნაწილი გაგრძელდა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.