ახალ პროფესიულ კოლეჯში დასრულდა ავტორიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შეტანილი განაცხადის საფუძველზე, დაწესებულებას მიენიჭა ავტორიზაციის მაძიებლის სტატუსი, ხოლო 26, 27 და 28 დეკემბერს განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი. ახალი პროფესიული კოლეჯი ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს სწავლება განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის, ოფისის მენეჯერის და ღონისძიების ორგანიზების პროფესიულ მოდულურ-საგანმანათლებლო პროგრამებზე.