მასწავლებლების ტრენინგი
2023 წლის 2-4 ივნისს, ახალი პროფესიული კოლეჯის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება,
სადაც განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:
• სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება და ანალიზი
• კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა
• სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება
• სტუდენტთა შეფასების პროცესი, შეფასების შედეგების დოკუმენტირება, ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა.
ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მასწავლებლებს დაეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის უკეთესად დაგეგმვასა და განხორციელებაში.