Skip to main content

მანაბა მაგომედოვა სტუმრად კოლეჯში

2012 წლის 21 მაისს, ა(ა) იპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა ფსიქოლოგიის დოქტორთან ქალბატონ თეა გოგოტიშვილთან. 

როგორც კოლეჯის დირექტორმა ბატონმა რეზო შარაბიძემ აღნიშნა, სასწავლებელი ზრუნავს არამარტო სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე, არამედ ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

საუბრის დასაწყისში ქალბატონი თეა გოგოტიშვილი გამოეხმაურა პატრიარქის მოწოდებას ,,ნარკომანია სირცხვილია!“ - და სტუდენტებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებაზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თემა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და თვითრეალიზაციის შესახებ. აგრეთვე მათი მიმართება პროფესიონალიზმსა და თვითდამკვიდრებასთან.

შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა თეა გოგოტიშვილმა ახალგაზრდებს თავდაუზოგავი შრომისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა.