Skip to main content

ლექცია-სემინარი თემაზე: „ქრისტიანული ხელოვნების სახისმეტყველება“

მიმდინარე წლის 14-15 მაისს, საქართველოს საპატრიარქროს ახალ პროფესიულ კოლეჯში, პროფესიული მომზადების პროგრამის, - „ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდი“ - მსმენლებისთვის ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე: „ქრისტიანული ხელოვნების სახისმეტყველება.“
ლექცია-სემინარს უძღვებოდა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის, ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი ასმათ ოქროპირიძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, მცხეთის ჯვრისა და ყინწვისის მონასტრის საეკლესიო ხელოვნების სახისმეტყველების თავისებურებანი და მისი უკუკავშირი ქართული კულტურის მრვალსაუკუნოვანი ისტორიის საზრისთან.