დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა
ახალ პროფესიულ კოლეჯში, კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული მომზადების პროგრამების (,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და ,,ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“) მსმენელთა დასაქმებისათვის საჭირო დამატებითი კომპეტენციების გასაძლიერებლად, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ეფექტური CV-ის, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენას.
მსგავსი შინაარსის შეხვედრები კოლეჯის მსმენელებთან მომავალშიც გაგრძელდება და შეეხება სამოტივაციო წერილისა და დასაქმებისთვის საჭირო სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადებასა და შემუშავებას.