Skip to main content

გიდების სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები რამდენიმე თვეა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადიან.

მორიგი ტურისტული გასვლა იმერეთში მოეწყო. სტუდენტებმა პედაგოგებთან და კოლეჯის ადმინისტრაციასთან ერთად მოინახულეს სასწავლო პრაქტიკით გათვალისწინებული ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები: უბისის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, გელათი, მოწამეთა, პრომეთეს მღვიმე. 

სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, სრულად მიმოიხილეს აღნიშნული ადგილები, თან პედაგოგებს და კოლეჯის ადმინისტრაციასაც კვალიფიციური გიდობა გაუწიეს.