2 ივნისს, კოლეჯის სააქტო დარბაზში სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა პედაგოგ ლალი მანთაშაშვილის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია. ჩვენება ორი ნაწილისგან შედგებოდა: წარმოადგინეს დასრულებული ნამუშევრები და ამავდროულად, შექმნეს სამუშაო პროცესი. წარმოდგენილი სამოსის უმრავლესობას სადღესასწაულო-საქორწინო კაბები შეადგენდა, თუმცა არც ყოველდღიური ტანსაცმელი დარჩათ უყურადღებოდ. პრეაზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.