ახალი სასწავლო პროცესის დაწყება
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, ახალ პროფესიულ კოლეჯში – „საქმისმწარმოებლის“, „ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის,“ „ტიხრული მინანქრის ნაკეთობის დამზადების,“„ მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგისა“ და „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის“ პროფესიული მომზადების პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების შერჩევის მიზნით, მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა და სასწავლო ჯგუფები დაკომპლექტდა; 18 სექტემბერს კი სასწავლო პროცესი დაიწყო.
მსმენელებს პირველივე შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამების შინაარსს, სასწავლო პროცესის რეგულაციებს და პრაქტიკულ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.