წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ კოლეჯში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები - ახალი ინვერტარისა და ტექნიკის განახლება, სასწავლო გარემოსთვის საჭირო რესურსებით მომარაგება, პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ მოდულური-საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისათვის. განახლებულ გარემოს, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, კოლეჯი ახალი სახელით ხვდება და 2017 წლის 12 ივლისიდან ახალ პროფესიულ კოლეჯად იწოდება.