ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდი
პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური გიდები საქართველოში რელიგიური ტურების წარმართვის მიზნით, რომლებიც შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნისა და რეალურ გარემოში გამომუშავებული უნარების საფუძველზე, ეთიკის ნორმებისა და გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვით წარმართონ ტური და წარმოაჩინონ საქართველოს მრავალფეროვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.
- რელიგიის წარმოშობის ისტორია და მსოფლიოს ძირითადი რელიგიები;
- ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიების ისტორია;
- საქართველოში არსებული რელიგიური დანიშნულების ძეგლების არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, კედლის მხატვრობის, ქვის რელიეფების, ჭედურობის, ხატწერა-იკონოგრაფიის, ქანდაკების, ნაქარგობის ზოგადი მიმოხილვა;
- რელიგიური კონფესიების იერარქიული საფეხურები და მათთან კომუნიკაცია ტურის განხორიელების ფარგლებში;
- საქართველოს გიდის ეთიკის კოდექსი, გიდის საჭირო თვისებები/უნარ-ჩვევები: დროის მენეჯმენტი, ჩვენება, თხრობა, ჩვენებისა და თხრობის თანხვედრა, ვიზუალური და ვერბალური კონტაქტი, ქრონომეტრაჟი და პაუზები;
- გიდის მიერ ტურისტული ჯგუფის წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
- ტურისტებთან ურთიერთობის წარმართვა სტუმართმასპინძლობის პრინციპების, მომსახურების ნორმებისა და ეტიკეტის წესების დაცვით;
- ტურისთვის ამა თუ იმ რეგიონის გეოგრაფიული და კლიმატური თავისებურებების შესწავლა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარება;
- ფინანსური დოკუმენტაციის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი დამუშავება დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;
- რელიგიური ტურიზმი ქრისტიანობაში, რელიგიური მომლოცველობა; რელიგიური ტურიზმის საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში; იუნესკო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა;
- საქართველოს რეგიონებში არსებული მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლები;
- ქართული რელიგიური ძეგლები აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში, ჰერეთსა და ლორეში;
- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის და მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები საქართველოში;
- რელიგიური ტურის განხორციელებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ეკლესია-მონასტრების/ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რელიგიური ტურის დაგეგმვა და ჩატარება;
- მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საქართველო;
- რელიგიური ტურიზმი ქრისტიანობაში, ისლამში და იუდაიზმში;
- ვირტუალური/იმიტირებული რელიგიური ტურის დაგეგმვა და ჩატარება.
პროგრამის აღწერილობა:
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე) - 230 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას და ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას. კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს ტურისტულ სააგენტოებში გიდად. პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე კურსდამთავრებულებს ექნებათ თვითდასაქმების საშუალებაც.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები:
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმნეტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52
ტელ: 585890320
ელ. ფოსტა: