Skip to main content

ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური მკერავები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე ქალის მსუბუქი ტანსაცმლის - ქვედაკაბა, შარვალი, ქალის კოფთა-მასალაში შესრულებას, კერვას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მსმენელებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში.

პროგრამის შინაარსი:

  • შრომის უსაფრთხოების წესების გაცნობა;
  • საკერავი მანქანების ძირითადი მექანიზმები, ძაფის აგების თანმიმდევრობა, გაუმართაობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები;
  • მანქანური ნაკერების (შემაერთებელი, ნაპირა და გასაფორმებელი),განაჭერი ნაპირების, ამოღებულობების, ზურგის შეხსნილის შესრულება;
  • სატანსაცმელე მასალების და საკერავი ძაფის ასორტიმენტი;
  • ქალის ფიგურის ძირითადი ანთროპომეტრიული წერტილები და ზომით ნიშნები, გაზომვის მეთოდიკა;
  • ქალის ტანსაცმლის კონსტრუქციული ნახაზის აგების და მისგან თარგის მიღების მეთოდი;
  • ტანსაცმელში გამოყენებული ჯიბის, კალთის, საყელოს, ზურგის და სახელოს ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები;
  • ქალის ქვედა კაბის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი;
  • ქალის შარვლის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი;
  • ქალის კოფთის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი.

 

პროგრამის აღწერილობა:

პროგრამის ხანგრძლივობაა 16 კვირა - 380 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას და სწავლება ხორციელდება კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე, ასევე პარტნიორ ორგანიზაციაში-სამკერვალო ატელიეში.

სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება;

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები

სერტიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52

ტელ: 585890320

ელ. ფოსტა:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.