Skip to main content

მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე,  ფიუზინგის ტექნიკის გამოყენებით სხვადასხვა მცირე და საშუალო ნაკეთობების შექმნას.

პროგრამის შინაარსი:

  • პროფესიის არსი და პროფესიული ვალდებულებები;
  • უსაფრთხოების საერთო ნორმები;
  • კომპოზიციის მიხედვით მინის გამოჭრა;
  • შტრიხების, თავისუფალი კომპოზიციების, შუქ-ჩრდილების, ფერის შერწყმისა და შეხამების მეთოდები;
  • ესკიზების შექმნის მეთოდები;
  • მინის გამოჭრის მეთოდები;
  • სპეციალურ ღუმელში ფიუზინგის ტექნოლოგიის დამზადების პროცესი;
  • ფიუზიგის ტექნიკით ნაკეთობების შექმნა (ნაძვის ხის სათამაშო, სამკაული: საყურე, სამაჯური, ბეჭედი, ყელსაბამი, გულსაბნევი და სხვა).

 

პროგრამის აღწერილობა:

პროგრამის ხანგრძლივობა:  12 კვირა (3 თვე) – 140 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას და ხორციელდება კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე. კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს შესაბამისი პროფილის  საწარმოში. ასევე, ექნება თვითდასაქმების შესაძლებლობაც.  

სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-programs

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმნეტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• შემოქმედებითი ტური

სერტიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ აღიარებული  სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52

ტელ: 585890320

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.