მსუბუქი სამოსისა და საყოფაცხოვრებო ტექსტილის კერვა
პროგრამის მოკლე აღწერა
პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება და სურს მოკლე დროში შეიძინოს სამკერვალო სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური მკერავები, რომლებიც მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების საფუძველზე შეძლებენ მსუბუქი სამოსისა და სხვადასხვა დანიშნულების მარტივი და საშუალო სირთულის სამკერვალო ნაწარმის დამოუკიდებლად დამზადებას - ზომების აღებიდან მზა პროდუქტის მიღებამდე.
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მსმენელებში დასაქმებისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
· მსუბუქი სამოსის (ქვედაკაბის, კოფთის, ქალის ან მამაკაცის შარვლისა და პერანგის) საბაზისო თარგების აგებას, კონსტრუირებას, მოდელირებასა და შეკერვას;
· ტანსაცმლის დეტალებისა და ძირითადი კვანძების ტექნოლოგიურ დამუშავებასა და შეერთებას;
· ხელის გვირისტების შესრულებას;
· სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანების გამოყენებას;
· საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ტექსტილის კერვას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 13 კვირა (200 საათი).
სწავლების ფორმა: პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს როგორც კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო ბაზაზე, ისე პარტნიორ ორგანიზაციაში - სამკერვალო ატელიეში.
დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს მსხვილ, საშუალო და მცირე სამკერვალო საწარმოებში, სამკერვალო ატელიეებში ან დამოუკიდებლად დაიწყოს პროფესიული საქმიანობა.
სერტიფიკატი: პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების წარმატებით დადასტურების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“
მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №52
ტელეფონი: 585 89 03 20
ელ. ფოსტა:

