Skip to main content

,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა”- შემაჯამებელი ღონისძიება

მიმდინარე წლის 13 ივნისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში წარმატებით დასრულდა პროფესიული მომზადების პროგრამა „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“.
 
პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა წარადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ტანსაცმლის ნიმუშები — ნამუშევრები, რომლებიც ასახავს მათ მიერ მიღებულ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.
 
დღეიდან მონაწილეები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციაში „პრემიერა.ტმ“, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და რეალურ სამუშაო გარემოში ინტეგრაციისთვის.