Skip to main content

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი

🔰 უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და შრომის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება ახალი პროფესიული კოლეჯისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. საგაზაფხულო მიღების მსმენელებისა და პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასა და საგანგებო ვითარებებში სწორი მოქმედების პრინციპებს.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: 

🔥 ხანძრის პრევენციისა და რისკების შემცირების პრაქტიკულ მიდგომებზე;

🚨 საგანგებო შემთხვევების დროს სწრაფი და ორგანიზებული რეაგირების მნიშვნელობაზე;

🧯 უსაფრთხოების პირველადი საშუალებების დანიშნულებასა და გამოყენების წესებზე;

🏫 დაწესებულებაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობასა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე.

 

უსაფრთხო გარემო სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია - ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანია იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მონაწილე თავს დაცულად და ინფორმირებულად გრძნობს.