Skip to main content

შემაჯამებელი ღონისძიება-პროფესიული მომზადების პროგრამაზე ,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა"

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის, - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“, - ფარგლებში, გაიმართა სასწავლო გარემოში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების ამსახველი შემაჯამებელი ღონისძიება.
🧵ადმინისტრაციის წევრებსა და განმახორციელებელ პირს, მსმენელებმა წარუდგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები და ისაუბრეს სამკერვალო სამუშაოების შესრულების ტექნიკასა და მიღებულ გამოცდილებაზე.
📍პროგრამის თანახმად, მსმენელები სასწავლო პროცესს საწარმოო პრაქტიკის სახით, კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაცია, - ,,პრემიერა ტმ“-ში გააგრძელებენ, სადაც შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო განივითარონ და გააღრმავონ მიღებული პროფესიული ცოდნა.