შემაჯამებელი საგანმანათლებლო ტური ბოლნისში
28 ივნისს, ახალი პროფესიული კოლეჯის პროფესიული მომზადების პროგრამის – „ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდი“ – ფარგლებში შემაჯამებელი საგანმანათლებლო ტური განხორციელდა.
მონაწილეებმა მოინახულეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლები.
მსმენელებმა უკვე დამოუკიდებლად მოსინჯეს თავიანთი ძალები გიდის ამპლუაში და ექსკურსიის მონაწილეებს,-კოლეჯის პროფესიული მომზადების პროგრამების სხვა მსმენელებს, განმახორციელებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სრულფასოვანი ტური წარუდგინეს.
ექსკურსიის მიზანი იყო კურსდამთავრებულთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ გარემოში გადატანა, პროფესიული კომპეტენციების პრაქტიკულ გარემოში განმტკიცება და პროგრამით გათვალისწინებული ბოლო შედეგის დადასტურება.



