2012 წლის 6 ივლისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის ტურები. ასევე დეტალურად ისაუბრეს ქართული ღვინის ისტორიასა და მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე. აღნიშნეს, რომ ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს ეწვიონ ღვინის კომპანიებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოინახულონ ადგილობრივი მაცხოვრებლების მარნები, დაათვალიერონ ვენახები და მონაწილეობა მიიღონ რთველში.