საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელები დასაქმების ფესტივალზე
2025 წლის 21 მაისს, ახალი პროფესიული კოლეჯის საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამის ჯგუფის მსმენელები „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ დასაქმების ფესტივალს დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების პირდაპირი დაკავშირება და რეალური დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სექტორის წამყვანი კომპანიები, რამაც მსმენელებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებს და წარმოედგინათ საკუთარი უნარები კარიერული განვითარებისთვის.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მსმენელებს მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს, აფართოებს მათ პროფესიულ ხედვას და ამყარებს კავშირებს პოტენციურ დამსაქმებლებთან.


