საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი
ფორუმის ფარგლებში, ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც სტუმრად მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“. სექციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკა : თბილისისა და მინსკის ეკონომიკა, ტურიზმი, საკვები მრეწველობა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა.
,,ახალი პროფესიული კოლეჯისა “ და ,,ფერმერთა სკოლის “ წარმომადგენლებმა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროში ბელორუსი კოლეგებისგან საინტერესი ინფორმაცია მიიღეს.
თბილისში მინსკის დღეები და საქართველო - ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში გაიმართა.