Skip to main content

სასწავლო პროცესის დაწყება - „ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდი“

ახალ პროფესიულ კოლეჯში, 2022 წლის 1 თებერვალს დაიწყო სასწავლო პროცესი
„ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის“ პროფესიული მომზადების პროგრამის 2022
წელის პირველ და მეორე ჯგუფთან.

პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები სწავლების პროცესში დაეუფლებიან რელიგიის ისტორიის საკითხებს და საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასულიერო თუ საკულტო დანიშნულების ძეგლებში ტურის ჩატარების უნარ-ჩვევებს.

სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ,
მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.