Skip to main content

სასწავლო-პრაქტიკული ტური

„ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის“ პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელებისთვის სასწავლო-პრაქტიკული ტური მოეწყო, რომლის ფარგლებში მოინახულეს, - ფიროსმანის მუზეუმი, თბილისური ეზოები, „მალაკნების“ მოედანი, ჩუღურეთის რაიონში მდებარე რამდენიმე ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, კათოლიკური ეკლესია და ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.