Skip to main content

საოფისე საქმის პროფესიულ სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკა

2021 წლის 30 ივლისს, „ახალი პროფესიული კოლეჯის“ საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამაზე წარმატებით დასრულდა საწარმოო პრაქტიკის განხორციელება. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა აემაღლებინათ პრაქტიკული უნარ–ჩვევებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოში მათ ადაპტაციას.