სამეცნიერო კონფერენცია
2024 წლის 27 მაისს, სამების საკთედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, გაიმართა ,,ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიის’’ მიერ ორგანიზებული რიგით VIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, - ,,რელიგიური ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში''.
სხვა მონაწილეებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს "ახალი პროფესიული კოლეჯის" "ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის" პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელებმა (ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ჭეიშვილი), რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - "წმ. დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძარი, ძველ თბილისში, როგორც ერთ-ერთი ტურისტულად გამორჩეული ადგილი".
კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის დასასრულს, პროგრამის ხელმძღვანელს და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.