18 ოქტომბერს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ახალ პროფესიულ კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სამსახურის წარმომადგენელმა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები. პრეზენტაცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დამსწრე საზოგადოებას კონსულტაცია გაეწია სატელეკომუნიკაციო საკითხებში.