Skip to main content

პროფესიული მომზადების პროგრამის „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ მსმენელების საწარმოო პრაქტიკა

🧵პროფესიული მომზადების პროგრამის „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პროგრამის პარტნიორ ორგანიზაცია „პრემიერა ტმ“-ში გაიარეს . პრაქტიკის ფარგლებში კურსდამთავრებულები გაეცნენ ტანსაცმლის კერვის ცალკეულ ეტაპებს და საწარმოო გარემოში მიმდინარე სამუშაო პროცესებს.
🪡საწარმოო პრაქტიკამ მათ მისცა შესაძლებლობა გაემყარებინათ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, განევითარებინათ პრაქტიკული უნარები და უკეთ ადაპტირებულიყვნენ რეალურ სამუშაო გარემოსთან, რაც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისა და შემდგომი დასაქმებისთვის.